ოზურგეთში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 35 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ცნობილი “გურია ნიუსისთვის” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით გახდა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 69 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 18 კლინიკაში, 51 კი მკურნალობას ბინაზე გადის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია 22144 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21979 პაციენტი, გარდაცვლილია 96.