დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 825 833 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 351 828, 18 წელს ზემოთ მყოფი ასაკის მოსახლეობის 47.0%, სრულად ვაქცინირებულია 1 248 790 ადამიანი , 18 წელს ზემოთ მყოფი ასაკის მოსახლეობის 43.5%, ბუსტერ დოზით აცრილია 222 408.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%) სრულად აცრილია – 3 177 (1.79%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532(15.45%) სრულად აცრილია- 11 091 (13.68%). 5 მარტს ჩატარდა 550 აცრა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.