”გურიის სამოქალაქო ცენტრი” -ს წევრებმა ოზურგეთში მიუსაფარი და პატრონიანი ძაღლების აღრიცხვის შედეგები გააცნო „პროგრესის სახლის“ დარბაზში მედიის, არასამთავრობოს და საზოგადოების წარმომადგენლებს.
„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნათია ვაშალომიძის თქმით, აღრიცხვის პროცესში, ორგანიზაციის გუნდის წევრების გარდა, ჩართული იყვნენ მოხალისეებიც, რომლებთან ერთადაც ოზურგეთის მთელ ტერიტორიაზე ძაღლების რაოდენობა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაითვალეს.
„აღრიცხვა არის პირველი ნაბიჯი მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებისკენ. ოზურგეთის ტერიტორიაზე 1192 ძაღლი დავთვალეთ, აქედან 642 არის ქუჩაში,“ – აღნიშნა პრეზენტაციის დროს ნათია ვაშალომიძემ.
„გურიის სამოქალაქო ცენტრი“ ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს, კერძოდ:
დაითვალოს ძაღლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით;
დაადგინოს შინაური ცხოველების წესები;
გაწერონ ძაღლების სტრელიზაცია/კასტრაციის გეგმა;
უზრუნველყოს სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების მონიტორინგი.
ავტორი