ცოტა ხნის წინ ესპანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის საშინაო დავალებაზე მუშაობის ოპტიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრა.
როგორც მედიაკომპანია „Vox” იტყობინება, კვლევა ჩატარდა ოვიედოს უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ. მასში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებების დაახლოებით 8 ათასმა სტუდენტმა/მოსწავლემ.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთათვის საშინაო დავალებებზე მუშაობის ოპტიმალური ხანგრძლივობა არის 60-70 წთ. მოზარდები, რომლებიც სახლში ყოველდღე 60 წთ-ს უთმობდნენ დავალებებს უკეთ გადიოდნენ ტესტებს. 100 წუთზე მეტი დროის დათმობის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი იკლებდა და შედეგი უარესდებოდა.
მკვლევართა ჯგუფის ხემძღვანელის, ხავიერ სუარეს ალვარესის სიტყვებით, უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც დავალებებს დამოუკიდებლად, მშობლების ჩარევის გარეშე ასრულებდნენ.
„როცა საქმე საშინაო დავალებამდე მიდის, უფრო მნიშვნელოვანი ხდება „როგორ“, ვიდრე „რამდენი“, – აღნიშნავს მეცნიერი.