ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად ზემო ერკეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 თვით შეწყდა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
“აღნიშნულ ბაღში სიით ირიცხება 17 აღსაზრდელი. სტიქიის შემდეგ საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რის გამოც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ერთი თვით შეჩერდა. როგორც აღსაზრდელების მშობლებმა გადაწყვიტეს, ამ დროის განმავლობაში ბავშვები იქნებიან სახლებში და არ მოხდება მათი სადმე გადანაწილება “,_ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ.
ცნობისთვის, ადიდებულმა მდინარემ საბავშვო ბაღის სველ წერტილს ძირი გამოურეცხა. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომელთა რეკომენდაციითაც, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის შეჩერების ბრძანება გაიცა.