სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გურიის რეგიონში საარსებო შემწეობას სულ 3 799 ოჯახი (15 540 პირი) იღებს, ხოლო სახელმწიფოს დასაქმების პროგრამაში 1 178 ოჯახია (5 543 პირი) ჩართული.
მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
ლანჩხუთი: საარსებო შემწეობას იღებს 1 149 ოჯახი (4 578 პირი). დასაქმების პროგრამაში კი რეგისტრირებულია 279 ოჯახი და 1 266 პირი.
ოზურგეთი (ქალაქი): საარსებო შემწეობის მიმღებია 748 ოჯახი (2 352 პირი). დასაქმების პროგრამაში ჩართულია 203 ოჯახი და 858 პირი.
ოზურგეთის რაიონი (სოფლები): საარსებო შემწეობას იღებს 1 260 ოჯახი (5 799 პირი). დასაქმების პროგრამაში ჩართულია 504 ოჯახი და 2 527 პირი.
ჩოხატაური: საარსებო შემწეობის მიმღებია 642 ოჯახი (2 811 პირი). დასაქმების პროგრამაში კი მონაწილეობს 192 ოჯახი და 892 პირი.


































































