წელს ჩოხატაურის სკოლებს 42 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა სკოლების მიხედვით ასე ნაწილდება:
_ სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის 1 საჯარო სკოლას 14 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 13 ოქროს, ხოლო 1 ვერცხლის მედალოსანია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას 10 მედალოსანი ჰყავს, მათგან 8 ოქროს, ხოლო 2 ვერცხლის მედალოსანია. სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლას 2 მედალოსანი ჰყავს, მათგან ერთი ოქროს, ხოლო ერთი ვერცხლის მედალოსანია. ოთხი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლას, ოთხივე ოქროს მედალის მფლობელია. სოფელ გუთურის საჯარო სკოლას 3 მედალოსანი ჰყავს და სამივე ოქროს მედალის მფლობელია. ასევე სამი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს სოფელ კოხნარის საჯარო სკოლას, სამივე ოქროს მედალალოსანია. ამ სკოლების მსგავსად სამი მედალოსანი ჰყავს ნაბეღლავის საჯარო სკოლასაც. სამივე კურსდამთავრებული ოქროს მედალოსანია. თითო-თითო მედალოსნები ჰყავს სოფლების ბუკისციხის, დაბლაციხის, ქვენობანის საჯარო სკოლებს, ისინი ოქროს მედალოსნები არიან.































































