ლანჩხუთის მომავალ საკრებულოში, რომელიც 27 წევრისგან დაკომპლექტდება, ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 52% -მა ხმა “ოცნებას” მისცა და მას პროპორციული სიით 10 მანდატი ერგო. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხუთი მანდატი მიიღო. არჩევნების შედეგების მიხედვით, მესამე ადგილზე გიორგი გახარიას პარტია გავიდა და მას მომავალ საკრებულოში ორი წევრი ეყოლება. ერთი მანდატი კი პარტია “ლელოს” ერგო.