პოეტი ლევან ლორია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“რამდენი რამე ვნახე ამ აქციებიდან, მაგრამ ერთზე მინდა ვთქვა:
დგას პოლიციელი, იცავს თავის ქვეყანას, დგას მტკიცედ, კავკასიონივით და ვიღაცა თვალებში ლაზერს ანათებს. ვერ იფარებს თვალებზე ვერაფერს – ხელებით ჯაჭვი აქვს გაკეთებული…. მიდის პატარა გოგო და თვალებზე ხელს აფარებს ლაზერის შუქიდან რომ დაიცვას, ტკივილიდან რომ დაიცვას…
გადარჩები, საქართველო…
გამარჯვება საქართველო, _ წერს ლვან ლორია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.