გურიაში როგორც ქორწინების, ასევე განქორწინებების რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია ნათქვამი.
2023 წელს გურიაში 618 წყვილი დაქორწინდა, ხოლო 355 განქორწინდა. აღნიშნული მონაცემები 2022 წლის მონაცემებზე ნაკლებია.
2022 წელს გურიაში 673 ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 368 განქორწინება.
როგორც საქსტატში ამბობენ, მსგავსი მაჩვენებელი მთელ ქვეყანაში ფიქსირდება და მხოლოდ გურიის რეგიონში არ შეინიშნება.