17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. იმ ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 187 ვეტერანია, მათ შორის არიან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები (7) და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეები.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე ხნიერი არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვალერიან ლომთათიძე. ის სოფელ ქვენობანში ცხოვრობს. ასევე გალაქტიონ ჩხიკვაძე არის 98 წლის, სოფელ ფარცხმაში. ისიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა.
ჩვენს კითხვაზე თუ რა დახმარებას იღებენ ვეტერანები, მერიაში ამბობენ:
“ადგილობრივი დაფინანსებით სხვადასხვა რაოდენობის თანხა ერიცხებათ ვეტერანთა ოჯახებს, მაგალითად 9 მაისს, 8 აგვისტოს, 27 სექტემბერს ერიცხებათ 500-500 ან 300-300 ლარი. სახელმწიფოსგან ერიცხებათ კიდევ დამატებით თანხა ყოველთვიურად”.
ავტორი