https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენიმე აუცილებელი განმარტება “ქელეხში მყოფ” და “მოუცლელ” დეპუტატებს

12:03; 30.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის გარდაცვალებიდან 40 დღე ახლახან გავიდა და შესაბამისად, საკრებულოს 31 მარტს  ჩანიშნულ სხდომაზე მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილი არ გახდება.

_ გუშინწინ გავიდა ბატონი დავითის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე და მორალურად არ იქნება მისაღები, ამ დღიდან, საკრებულოს პირველივე სხდომაზე ეს საკითხი დავაყენოთ, _ ამბობს ზაალ მამალაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკრებულოში ამ თანამდებობის მსურველთა განცხადებები არ შესულა:

_ კანონმდებლობის თანახმად, ყველა ფრაქციას შეუძლია კანდიდატის დასახელება. ასევე, კანდიდატი შესაძლოა წარმოადგინოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც საკრებულოს წევრთა 1/5-ს უნდა შეადგენდეს. ჩვენი საკრებულოს შემთხვევაში _ 8 ადამიანს. როგორც კი შემოვა ეს თემა, დარეგისტრირდებიან კანდიდატები და ამის შემდეგ ჩატარდება ფარული კენჭისყრა, _ აღნიშნავს ზაალ მამალაძე, რომლის განმარტებით, ამ დროისთვის არც ერთი კანდიდატი არ დასახელებულა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასურველი იქნება, თუ კანდიდატები საკრებულოს საკუთარ ხედვებს გააცნობენ:

_ კანონი და რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა სასურველი იქნება, ასე მოხდეს და კანდიდატებმა საკუთარი ხედვა, მიზნები და გეგმები დეპუტატებს გააცნონ, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ ოფიციალური განცხადებები არ შეუტანიათ, “გურია ნიუსმა”  გაარკვია, რომ ამ თანამდებობაზე საკრებულოს სამი წევრი აცხადებს პრეტენზიას _ ყოფილი “ფორუმელი” და ახლა უკვე “ქართული ოცნების” წევრი, სოფელ ბუკისციხის დეპუტატი ქეთევან სიხარულიძე, “ქართული ოცნების” წევრი, სოფელ გუთურის მაჟორიტარი დეპუტატი  ლაშა თოლორდავა და ამავე პარტიის სიით გასული დეპუტატი კლოდი მდინარაძე.

მდინარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარეობის სურვილი აქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

“თავმჯდომარეობის სურვილი მაქვს, პარტიაში და ფრაქციაში ყოფნიდან გამომდინარე. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჯერ არავისთვის მითქვამს და თუ გადავწყვიტე, თუ პარტიამ თანხმობა თქვა, მაშინ საზოგადოება დამიჭერს მხარს,” _ გვითხრა კლოდი მდინარაძემ.

“უამრავი ადამიანის მხარდაჭერის” იმედად აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას ლაშა თოლორდავა:

“ახლა ვერ გეტყვით, ვინეები მიჭერენ მხარს, მაგრამ უამრავი არიან,” _ გვითხრა თოლორდავამ.

_ ბატონო ლაშა, თქვენი სიტყვებით, დიდი შანსი გაქვთ, რომ კომისიის თავმჯდომარე გახდეთ…

_ კი. თუმცა, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ თუ გადავწყვიტე, სავარაუდოდ, ასე იქნება და საკრებულოს წევრებიც დამიჭერენ მხარს.

_ ცენტრალურ ოფისში ეძებთ მხარდამჭერებს?

_ არა. ჩოხატაურელი ვარ, აქ მირჩევნია, ყველასთან გავარკვიო.

_ პროგრამა, ხედვა უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ?

_ ჯერ არ გადამიწყვეტია. პარტიას ველოდები და მერე მექნება, _ გვითხრა თოლორდავამ.

თავმჯდომარეობის სურვილი დაგვიდასტურა ქეთევან სიხარულიძემაც, რომლის თქმით, პროგრამაც აქვს, თუმცა, დასტურს უცნაური კითხვა მოაყოლა:

_ კი, მაქვს, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ახლა?!

_ არა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ხედვა და ასევე, ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ?

_ თუ იქნება ჩემი კანდიდატურა, მაქვს საკრებულოს მხარდაჭერის იმედი.  მგონი, ჯერ ეს განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილიც არაფერია, _ გვითხრა ქეთევან სიხარულიძემ.

ჩვენ ვეცადეთ სამივე დეპუტატისგან გაგვეგო, იციან თუ არა, რა ფუნქციები და მოვალეობების აქვს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, რას ნიშნავს ბიუჯეტის ტრანსფერი და ასევე, იციან თუ არა რამდენია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

სიხარულიძესთან ეს საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა:

_ რა თქმა უნდა, ვიცი კომისიის ფუნქციების და მოვალეობების შესახებ, დიდი ხანია ამ კომისიაში ვმუშაობ, მაგრამ ახლა არ მაქვს ამის დრო, ისეთ მდგომარეობაში ვარ.

_ ძალიან მოკლედ გვითხარით _ თუ იცით  რას ნიშნავს ბიუჯეტის ტრანსფერი?

_ კი, როგორ არ ვიცი, ყველაფერი ვიცი.

_ რას ნიშნავს? _ აქ  დიალოგი შეწყდა, თუმცა, ქალბატონ ქეთევანს ტელეფონის გათიშვა დაავიწყდა და ჩვენმა დიქტოფონმა შემდგომი საუბარიც ჩაიწერა, რომელშიც ბუკისციხელების რჩეული ვიღაცას აღშფოთებული უყვება, “თუ როგორი შეკითხვები დავსვით”:

“ა, ხედავ, რაებს მეკითხება?! ბიუჯეტის ტრანსფერი თუ იციო, პროგრამა თუ რაღაც თუ გაქვსო”, _ ისმის ჩანაწერში, რომელშიც ასევე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ქალბატონ ქეთევანს აკონკრეტებინებს,  თუ რა გვაინტერესებდა. საბოლოოდ, საუბარი ინდური ტელესერიალის მუსიკამ ჩაახშო.

ეს შეკითხვები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა კანდიდატებსაც დავუსვით.  ლაშა თოლორდავამ პასუხი არ მოისურვა და მხოლოდ “ვიცი, ვიცით” შემოიფარგლა:

_ რა თქმა უნდა, ვიცი, რა ევალება კომისიას, მაგრამ ახლა როგორც გესაუბროთ _ ქელეხში ვარ. სხვა შეკითხვები არ გაქვთ?

_ ბიუჯეტის ტრანსფერი იცით რას ნიშნავს?

_ არ მინდა რა, ეს იურიდიული შეკითხვები, რა, _ აღნიშნა თოლორდავამ.

კითხვებზე პასუხს არ გაქცევია კლოდი მდინარაძე, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა  კომისიას  “გაჭირვებული ადამიანების დახმარება ევალება”:

_  კარგად არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, რადგან, როგორც გითხარით, არც ის ვიცი, ვიქნები თუ არა მე კომისიის თავმჯდომარე.

_ იცით ბიუჯეტის ტრანსფერი რას ნიშნავს?

_ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოწოდებულ თანხებს.

_ ჩოხატაურის ბიუჯეტი რამდენია?

_ 6 მილიონამდეა, თუ არ ვცდები.

მდინარაძე ამჯერად არ შემცდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 5 694,1 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერს,  იგი 4 სახის არსებობს, რომელთა განმარტებებს დეპუტატებს აქვე ვთავაზობთ:

გათანაბრებითი ტრანსფერი _ საკუთარ უფლებამოსილებათა გახორციელების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეული;

მიზნობრივი ტრანსფერი _ დელეგირებულ უფლებამოსილებათა გახორციელების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

სპეციალური ტრანსფერი _ სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, სხვა ღონისძიებების გასახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;

კაპიტალური ტრანსფერი _ კაპიტალური პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.

და ბოლოს ყველაზე მთავარი _ რა  ფუნქციები აქვს სოციალურ საკითხთა კომისიას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №31 სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება  2014 წლის 27 აგვისტოს გამოსცა.

“სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ “კომისია”) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა გახორციელებას.

კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

 კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების  შესახებ; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული  პირის ფორმით  შექმნისა და  მათი  ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების  შესახებ; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების  შესახებ; დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ე) მოსახლეობის შრომითი  მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

კომისიის თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;  არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს  გარეთ;  ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო  ჯგუფებს; ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გახორციელებას; აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;  კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და  სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს  შრომითი  ხელშეკრულების  გასაფორმებლად; აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; საკრებულოს წარუდგენს  წლიურ  ანგარიშს კომისიის მიერ  გაწეული  საქმიანობის შესახებ; ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

გარდა ამისა, კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები;   კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი;  სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე  განსახილველი  საკითხები.

კომისიაში ასევე შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები.

კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს ამ დებულების სრულად ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე: macne.gov.ge.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მედია სარეკლამო ბაზარი ცვლილებები და გამოწვევები 2016 წელს

მუშებმა ფადი ასლის და სიგარეტის იმპორტიორების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო