ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც კლუბ “ბასიანთან” თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას მრევლთან ერთად მისვლას და იქ პარაკლისის გადახდას ეხმაურება.
“რამდენიმე დღეა ვაპირებ დავწერო ეს სტატუსი, თავს ვიკავებდი, მაგრამ
მაინც, ვფიქრობ, რომ ჯობია განვიხილო ეს საკითხი.
რა შედეგს მოიტანს, ის რაც ბასიანთან მოხდა ორი დღის წინ?!
ყველას აქვს უფლება აკეთოს, ის რაც მას სურს და როგორც სხვას აქვს შეკრების უფლება, ასევე ამ ხალხსაც, თუ ისინი სხვის უფლებებს არ დარღვევენ.
– ისმის კითხვა, რისი გაკეთება უნდოდა ამით ამ მამოს? – გამოვიდა როგორც კლუბის კონცეპციის წიანღმდეგ? თუ კონკრეტულად ამ კლუბის? -კლუბის დახურვით ეს პრობლემა მოგვარდება? – ეს პრევრნციული ღონისძიება იყო რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკი? და თუ მოუხმარენ რა გავაკეთოთ? და
ვინც მოიხმარს რა ვუშველოთ? რა შეუძლია ეკლესიას? – ქმედითი ნაბიჯები მაინტერესებს კონრეტული გეგმა, ეკელსია რას თავაზობს ადამინებს ვინც მოიხმარს ნარკოტიკს? -რითი შეუძლია ეკლესიას დაეხმაროს სამოქალოქო საზოგადოებას, რომ ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგავრდეს?!
ოღონდ სტანდარტული ტექსტები, “ლოცვა და რწმენა გადაგვარჩენს” ეს არ მაკმაყოფილებს ნამდვილად! ამ კითხევბზე მინდა კონრეტული პასუხები და კონკრეტული ქმედებები!
სხვა შემთხვევაში ეს შეკრება რისი მომტანი იყო?!” _ წერს ზურა სიხაარულიძე.