ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურში პრობლემები შექმნა.
“დაბაში ლომთათიძის ქუჩაზე მაღაზიაში შევიდა წყალი. სოფლებში სანიაღვრე არხებია დაზიანებული ძირითადად, ზოტში და შუა სურებში რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გზას”,_ განუცხადეს “გურია ნიუსს” მერიაში.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია სწავლობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები.
ავტორი