ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 2287 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2172 ადამიანი, გარდაცვლილია 37. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 78 შემთხვევა.
„ინფიცირებული პაციენტებიდან რამდენიმეს მდგომარეობა საყურადღებოა. კლინიკაში 22 კაცია მოთავსებული, რამდენიმე მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.

































































