ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2500-ზე მეტი სტუდენტი;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.