54-ე ოლქში ყველა უბანზე 17 საათისთვის საერთო ამომრჩევლის 48, 43 პროცენტი დაფიქსირდა. ცალკეული უბნებიდან მიღებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში 17 264- მა მოქალაქემ ხმა მისცა მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას.
ოლქის ადმინისტრაციის განმარტებით, საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ოლქის მდივნის, მარიამ ბოკელავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დღის განმავლობაში, 54-ე სამტრედიის ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია შემოსული.
ავტორი