ჩეჩნეთის ხელისუფალმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკაში თანამდებობებზე დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება მამამისთან _ ახმატ კადიროვთან ნათესაობა.
კადიროვმა სპორტის მინისტრად და ადმინისტრაციის მეთაურად მისი ნათესავები _ ხამზატ კადიროვი და იბრაგიმ ზაკრიევი ახლახან დანიშნა.
„დიას, ამ დანიშვნას ნამდვილად ხელი შეუწყო იმან, რომ ისინი ახმატ-ჰაჯი კადიროვის შვილიშვილებია არიან“, _ თქვა რესპუბლიკის მეთაურმა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ამ მიზეზის გარდა, ახლად დანიშნულებმა თავი გამოიჩინეს, როგორც კარგმა მუშაკებმა.
კადიროვის თქმით, მას ასობით ნათესავი ჰყავს და მათგან 97 პროცენტი რიგითი თანამშრომელია “იარაღით ხელში”.