რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ თავის განცხადება გადათქვა.
როგორც კადიროვი აცხადებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამას ხალხი და რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ასე უბრალოდ წასვლის უფლება არ აქვს.
“არ მაქვს ასე უბრალოდ წასვლის უფლება. ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა. მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით. ამიტომ, ხანგრძლივი შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ დავიტოვებ. ახლა ყოველწლიურ შვებულებასაც კი არ ვიღებ,” – აცხადებს რამზან კადიროვი.