პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. სპეციალურად კონკურსანტისთვის სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, სახელწოდებით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles).
სიმღერის პრემიერა გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ შედგა. სიმღერასთან ერთად მაყურებელმა ვიდეორგოლიც იხილა, რომელზეც პირველი არხის გუნდმა იმუშავა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო ნიკო ქაჯაიას იმიჯზე და კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა. გადაცემის პარალელურად, ვიდეორგოლისა და სიმღერის პრეზენტაცია ევროვიზიის ოფიციალურ საიტზეც მოხდა.