https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ამბობენ გურიაში გახარიას და “ლელოს” შეთანხმების შესახებ

9:12; 17.07.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

“ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია “ძლიერი საქართველო” აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ.

ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში “ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა რაოდენობა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეულ ადამიანთან მისვლა, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციაში. არჩევნები არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზა.

მე ვფიქრობ, ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის, მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, ცალკეულ ინდივიდებთან, თუ პროტესტში ჩართულ გმირ ადამიანებთან”, _ განაცხადა სიჭინავამ “ლელო – ძლიერ საქართველოსთან” მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ჩოხატაურელი ლიდერი მალხაზ ჩხიკვაძე ჩვენი კითხვის პასუხად, თუ რა მოლოდინები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის შედეგად, გვპასუხობს:

_ მოკლედ, რომ გიპასუხოთ, აქტიური წინააღმდეგობის გაძლიერების მოლოდინი გვაქვს.

უფრო ვრცლად კი, მოლოდინი გვაქვს, რომ გაძლიერდება საზოგადოების წინააღმდეგობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ და ცივილური განვითარების გზას, რომ ქვეყანაში, ყველა დონეზე, არ მოხდეს ერთპარტიული ავტოკრატიული რეჟიმის ჩაბეტონება. ეს შეთანხმება მარტო ორ პარტიას შორის შეთანხმება არაა _ ესაა პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და რაც მთავარია, ყველა იმ მოქალაქეს შორის შეთანხმება, ვისაც სურვილი და ბრძოლის ჟინი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს და დაამარცხოს “ქართული ოცნება”.

კონსტიტუციით განსაზღვრული ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც რეალურად სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და გახდა წინააღმდეგობის და ბრძოლის ერთ-ერთი დამატებითი ველი, რუსთაველის გამზირზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტის მოთხოვნების და სულისკვეთების ყველა სოფელში გავრცელების საშუალებად იქნება გამოყენებული, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნების _ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ხელს შეუწყობს.

ჩემი აზრით, პარტია ვალდებულია, ამომრჩეველი არ დატოვოს არჩევნის გარეშე.  “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეებს ყველგან უნდა მიეცეთ საშუალება, დააფიქსირონ თავიანთი პროტესტი. პროტესტის დაფიქსირების ყველაზე შედეგიან და მძლავრ იარაღად არჩევნებში მონაწილეობა და ოპოზიციისთვის ხმის მიცემა მიმაჩნია, _ გვითხრა ჩხიკვაძემ.

გახარიას პარტიის და “ლელო – ძლიერი საქართველოს” მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, რომელიც ცნობილის ცოტა ხნის წინ გახდა, კრიტიკა მოჰყვა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ბოიკოტის ნიშნად არც თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავენ მონაწილეობას.

“გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად გაუმართლებელს უწოდებს:

“გახარიას პარტიასა და “ლელოს” შორის თანამშრომლობის შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად პრობლემური ნაბიჯია.

ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით 60-მდე პოლიტპატიმარია, სასამართლო სისტემა სრულად პოლიტიზებულია და ძირითადი ოპოზიციური ძალები არალეგიტიმურ საარჩევნო გარემოს უპირისპირდებიან, ამგვარი შეთანხმება რეალურად ხელს უწყობს არა დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას, არამედ ხელისუფლების თამაშის წესების ლეგიტიმაციას.

 “ლელოსა” და გახარიას ამ ნაბიჯს შეიძლება დავარქვათ ბოიკოტის რღვევა და ოპოზიციური ერთობის მიზანმიმართული საბოტაჟი.

შეიძლება ითქვას, რომ “ლელოსა” და გახარიას ალიანსი ამ ეტაპზე არ ემსახურება არც დემოკრატიულ მიზნებს, არც ამომრჩევლის ინტერესებს….

ასეთ ფონზე, ამ შეთანხმებას ვერ ვუწოდებთ პასუხისმგებლიან ოპოზიციურ ქმედებას – ეს არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ინტერესების მომსახურების, რომლებიც ცდილობენ შექმნან “დემოკრატიის” დეკორაცია და დაფარონ რეალური კრიზისი ქვეყანაში”, _ ამბობს ბაჩო ახალაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა კი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას გვეუბნება:

“არჩევნები არის მიტაცებული და ჩვენ ამ არჩევნებზე არ გავდივართ. სამწუხაროდ, “ლელოს” მივიჩნევდით კოალიციურ პარტნიორად, გახარია კი”ნაციონალური მოძრაობისთვის” ყოველთვის იყო ქოცი და რჩება ქოცად, “ლელომაც” სამწუხაროდ მათი გზა აირჩია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებენ”, _ ამბობს ასკურავა.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” და გახარიას პარტიებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა:

“მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი”, _ განაცხადა ბოკუჩავამ.

“ოცნებაში” კი მიაჩნიათ რომ ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული:

“ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული _ ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”, _ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია დღეს კიდევ უფრო დასუსტებულია, ამიტომ, ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან მძიმე მარცხისთვის.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ბაჩო ახალაძეკახა ასკურავამალხაზ ჩხიკვაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე

18:41; 19 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ”- ირაკლი კობახიძე

18:11; 19 თებერვალი, 2026

"აქეთ წაი და მერე იქით წაი" _ რატომ გაქრა ქუჩების სახელწოდების აბრები ოზურგეთში და როდის აღდგება ის?

მამუკა მდინარაძე: რითაც არ უნდა დამემუქრონ...არ დავთმობ არაფრის ფასად

ყველა სიახლე

სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

17:43; 20.02.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20.02.2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20.02.2026
სამართალი

მკვლელობა შურისძიების მოტივით – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15:51; 20.02.2026
სამართალი

ეზოდან მოპედი მოიპარეს

15:37; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო