უკრაინის მოსახლეობის გარდა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სრულიად მსოფლიოს ნათელმხილველებიც გაერთიანდნენ.
რამდენიმე დღის წინ „უკრაინის ნათელმხილველთა ასოციაციამ“ (არსებობს თურმე ასეთი ორგანიზაცია) შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:
„ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს იღონებს, რომ ვლადიმირ პუტინი რაც შეიძლება მალე სიცოცხლეს გამოესალმოს. რუსეთის პრეზიდენტს 33 უძლიერესი რუსი ნათელმხილველი იცავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ექსტრასენსები და ნათელმხილველები გავერთიანდით. გაგიკვირდებათ და პუტინს ონკოლოგიური დაავადებები გააჩნია. მისი დღეები დათვლილია, მაგრამ არა ავადმყოფობით. ამ სატანის მოციქულს მისივე ახლობლები მოკლავენ. ეს დღე იმაზე მალე დადგება, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.
საინტერესო მოსაზრება გაავრცელა ცნობილმა რუსმა ნათელმხილველმა პაველ გლობამ: – „მსოფლიოში მშვიდობა მალე დადგება. მიახლოებით თარიღად მიმდინარე წლის 31 მაისიდან 9 აგვისტომდე დრო მიმაჩნია. მსოფლიო პოლიტიკაში ახალი წარმატებული და საღი იდეის მატარებელი ლიდერი გამოჩნდება. ის ჩვენს პლანეტას საერთო მოწოდების ირგვლივ დარაზმავს და დედამიწის განვითარება ახალ მიმართულებას შეიძენს“.
იმედია, ყველა ეს წინასწარმეტყველებები რეალობად იქცევა და უკრაინელ ხალხთან ერთად სრულიად მსოფლიო თავისუფლად ამოისუნთქებს.