ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, „ნაციონალი დეპუტატის“, დავით მჟავანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ტყლაპებისა და ჩურჩხელების შესახებ, მორიგი დეზინფორმაცია უწოდა.
_ მჟავანაძის „ტყლაპისა და ჩურჩხელის ამბავის“ შესახებ გეტყვით, რომ სინამდვილეში იყო ასე _ გასულ წელს, სექტემბერში, ჩვენთან იმყოფებოდნენ სტუმრები ლიეტუვიდან. გამზადდა რვა სასაჩუქრე კალათა _ თითოეული 71,25 ლარის ღირებულების. რვა ცალი ჩურჩხელა კი არ იყო, არამედ რვა შეკვრა _ თითოეულში ათი ცალი, ანუ სულ 80 ცალი და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი გარკვევით წერია შესყიდვის ხელშეკრულებაში, რასაც თქვენი თხოვნითვე გიგზავნით, _ გვითხრა სირაძემ.