საინფორმაციო სააგენტო ARMANPRESS ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორის, მაიკლ ჯორჯ ლინკის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, აფგან მუხტარლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
ლინკის განცხადებით, აფგან მუხტარლისთვის არასათანადო მოპყრობისა და მისი აზერბაიჯანში დაბრუნების გარემოებები გამოძიებული უნდა იქნას.
„ნებისმიერი სახის ძალის გადაჭარბება ან კრიმინალური ქმედება სამართალდამცავების მიერ გამოძიებული უნდა იქნას. ნებისმიერმა პირმა, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“,_აცხადებს ის.
„თუ აფგან მუხტარლის წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის ბრალდებები არაბუნებრივ მტკიცებულებებს ეფუძნება ან იძულებით ზეწოლის ქვეშ განხორციელებული ქმედებაა ან არასათანადო მოპყრობა, მაშინ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დახუროს საქმე და გაათავისუფლოს ის“,_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, აფგან მუხტარლი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა.
2015 წელს ის იძულებული გახდა საცხოვრებლად თბილისში გადასულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული.
როგორც მუხტარლი ამბობს ის თბილისიდან სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილმა პირებმა გაიტაცეს. ავტომობილში ჩაჯდომა აიძულეს, თვალები აუხვიეს და საქართველოდან გაიყვანეს.
მუხტარლი აღნიშნავს, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, თუმცა აზერბაიჯანის საზღვართან სხვა ავტომობილში გადასვეს, სადაც გამტაცებლები აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობდნენ.
მისივე თქმით, გამტაცებლებმა ჯიბეში დიდი რაოდენობით თანხა ჩაუდეს, რის გამოც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კონტრაბანდაშია ბრალდებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას ადვოკატი შეხვდა, რომელიც რომელიც ამბობს, რომ მის კლიენტს სახე დაშავებული აქვს.
აფგანმა ადვოკატს ასევე უთხრა, რომ მკერდის არეში ტკივილს გრძნობს.
როგორც ცნობილია, მუხტარლის ბაქოს სასამართლომ სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდა..