ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრები სცემეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაპირისპირებაში სავარაუდოდ ჩართული იყო საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც.
ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გასაკეთებლად “გურია ნიუსი” ლაშა თოლორდავას დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის.
“საქმის კურსში არ ვარ. კვირა დღეა და ვიმყოფებოდი ბაზარში. რომ მივედი უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. დავინახე რამდენიმე ჩემი სოფლელი და მითხრეს, შელაპარაკება მოხდაო. მეტს ვერაფერს გეტყვით”,_ ამბობს თოლორდავა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობაში” ამბობენ, დაპირისპირება მუშტებით და გინებით იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.