თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მეგი დიასამიძე სასამართლოდან გაათავისუფლა 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ – მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 28 ოქტომბერს დაინიშნა.
“სასამართლო პროცესზე გავიგე რომ გირაოს ითხოვდა პროკურატურა. მანამდე, როცა ადვოკატები შემოვიდნენ იზოლატორში და მითხრეს რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვიყავი დაკავებული, მზად ვიყავი ყველაფრისთვის. ვფიქრობ სერიოზული ბრძოლის ფაზაა ახლა და ყველა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა როცა შოთამ [შოთა თუთბერიძე – ადვოკატი; რ.თ] მითხრა, ჩვენთან ერთად მოდიხარო, გამეხარდა. მოსამართლე ხმადაბლა საუბრობდა და არ მესმოდა, რას ამბობდა”, – უთხრა მან “რადიო თავისუფლებას” სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
































































