ევროპარლამენტარები პარტია “გახარია საქართველოს” ლიდერზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან.
რასა იუკნევიჩიენე, ევროპის სახალხო პარტია: ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა. …. ევროპამ უნდა დააწესოს პერსონალური სანქციები პასუხისმგებელ პირებზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე.
ტობიას კრემერი, სოცდემოკრატები : გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა სამთავრობო ბანდდაჯგუფების მიერ, რომელთა შორის იყო „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი, იარაღით შეიარაღებული. გახარია მძიმე მდგომარეობაში, სისხლისდენითა და მოტეხილობებით დატოვეს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი.
სერგეი ლაგოდინსკი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე: პარტია, რომელიც საკუთარ თავს “ქართულ ოცნებას” ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს.
ნაჩო სანჩეს ამორი, სოცდემოკრატების ჯგუფი: კოლეგებმა აღნიშნეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, წინააღმდეგ მმართველი პარტიის შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თავდასხმა. ეს შემთხვევა და მრავალი სხვა მეტყველებს სრულ დაუსჯელობაზე.
მარკოს როს სემპერე, სოცდემოკრატების ჯგუფი: საქართველოში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ძალადობა და ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული თავდასხმა, რის შედეგადაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი.
დაინიუს ჟალიმასი, ლიბერალების ჯგუფი : საქართველოში დემოკრატიისთვის მებრძოლ მოქალაქეები სასტიკად უსწორდებიან. გასულ კვირას ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გახარიას, და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელს, ზვიად ქორიძეს, სასტიკად დაესხნენ თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.