გურიაში გუბერნატორის პოსტზე გიორგი სახოკიას წარდგენის შემდეგ პრემიერი სამეგრელოში წავიდა, სადაც ასევე ახალი გუბერნატორი წარადგინა.
პრემიერმა მედიასთან საუბრისას შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„დღეს გურიაში და სამეგრელოში ჩამოსვლას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, ჩემთვის და მთავრობისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს გურიაში წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი. სამეგრელოში გუბერნატორს იცნობით, რამეთუ ის ასრულებდა მოვალეობას.
უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორის ფუნქცია, როგორც კოორდინატორის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. მათ ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი პროექტის გახორციელება რეგიონში“,_ განაცხადა გახარიამ.