საფრანგეთში საწვავი წიაღისეულის მოპოვებას კრძალავენ _ აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, საფრანგეთის პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, წიაღისეული საწვავის მოპოვებისთვის ახალი ნებართვები არ გაიცემა, ხოლო გაცემული ნებართვების განახლება კი 2040 წლამდე არ მოხდება.
მთავრობა, ასევე, 2040 წლისთვის დიზელისა და ბენზინის ძრავების გაყიდვის შეჩერებას გეგმავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტ მაკრონს სურს, რომ ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკის კუთხით ლიდერი გახდეს, რასაც წარსულში არსებული წიაღისეული საწვავის განახლებად წყაროებად გადაქცევით გეგმავს.
































































