“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, აეროპორტის აშენებას გეგმავს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ახალი აეროპორტი იქნება ყველაზე დიდი აეროპორტი დასავლეთ საქართველოში, იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათი ათასობით სამუშაო ადგილს.
“ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი ფაქტობრივად გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში, ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილს და ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, მათ შორის ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას”,_ განაცხადა ხაბეიშვილმა.
ავტორი