როგორც ახლახან „გურია ნიუსს“ ლიხაურიდან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში , საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები, შეხვედრას მართავენ რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც სავარაუდოდ ელექტროხაზები გაივლის, მოახდინონ რეგისტრაცია და მათთან შეთანხმება ამ საკითხზე.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, სოფლის მოსახლეობის სრული უმრავლესობა წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში ქვესადგურების დასადგმელად თუ სავარაუდო ელექტროხაზების გასაბმელად დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სანამ საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და არ ექნებათ სრული ინფორმაცია.
„გურია ნიუსი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომამადგენელს, შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც ახლა სოფელ ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე იმყოფება:
_მე ვარ კომპანია „ენერგოგრაფიკის“ წარმომადგენელი. ქვეკონტრაქტორია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას, _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელთა ნაკვეთშიც , სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია.
_ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა.
_ამიტომ , დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები და შევთანხმდებით, – გვთხრა ფაკაძემ.
ვრცლად ამ თემაზე „გურია ნიუსი“ საგაზეთო წერილში შემოგთავაზებთ.
_