დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილ იპოვეს, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვანის ცხედარს კი კვლავ ექსპერტიზა უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე, უფრო კონკრეტულად კი ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
“12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო… აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ…,” – აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.