reuters- ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ ნატოს-გან პირობას ითხოვს, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
ამას გარდა, ვლადიმერ პუტინი სანქციების მოხსნასაც მოითხოვს.
“პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის დასრულება და ბოლო დღეებში პუტინის მიმართ მზარდი იმედგაცრუება გამოხატა, სამშაბათს კი გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერი „ცეცხლს ეთამაშება“ კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმით, რადგან მისმა ძალებმა ბრძოლის ველზე წარმატებები მოიპოვეს.
































































