ბავშვების საძინებელ ოთახში ტელევიზორის დადგმა სიმსუქნის რისკს ზრდის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს იწვევს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ექსპერტებმა ბრიტანეთში 12 000-ზე მეტი ბავშვის მონაცემები გააანალიზეს.
დაკვირვების მიხედვით, ბავშვების უმეტესობას ტელევიზორი საძინებელში 7 წლის ასაკიდან აქვს.
მკვლევარებმა ასევე ბავშვების მშობლებს დაუსვეს კითხვა თუ რამდენ საათს უყურებდა ბავშვი ტელევიზორს.
მოგვიანებით კი მკვლევარებმა 11 წლის ასაკის ბავშვების სხეულის მასის ინდექსი დაიანგარიშეს და მათი სხეულის ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი ნახეს.
კვლევის მიხედვით, 11 წლის ასაკის გოგოები, რომლებსაც საძინებელში ტელევიზორი უდგათ 30%-ით მეტს იწონიან, ვიდრე ის გოგონები, რომლებსაც საძინებელში ტელევიზორი არ აქვთ.
ბიჭების შემთხვევაში კი სიმსუქნის რისკმა 20%-ს გადააჭარბა.
მკვლევარების თქმით, მათ არ შეუძლიათ იმის თქმა თუ რა კავშირი აქვს ჭარბ წონას ტელევიზორთან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბავშვებს შესაძლოა ტელევიზორის ყურების გამო ნაკლები სძინავთ ან ტელევიზორთან ჭამენ.
მკვლევარებმა გამოთქვეს ასევე ჰოპოთეზა, რომ გოგოები უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს ვიდრე ბიჭები და შესაბამისად ბიჭებივით ფიზიკურად აქტიურები არ არიან, რის გამოც ჭარბი წონა 11 წლის ასაკის გოგონებში უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბიჭებში.
მკვლევარები ბავშვებში სიმსუქნის თავიდან აცილების მიზნით სპეციალურ სტრატეგიის შექმნას ითხოვენ.
როიალ კოლეჯის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროფესორი, რასელ ვაინერი ამბობს, რომ კვლევის შედეგები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.
„ინგლისში 11 წლის ასაკის ყოველი მესამე ბავშვი ჭარბ წონიანია, ხოლო ყოველი მეხუთე მსუქანი. ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიასთან ბრძოლა სასწრაფოდ არის დასაწყები“,_ამბობს პროფესორი და აღნიშნავს, რომ „მავნე კომბინაციით კომფორტის შექმნა ძილისა და კვების უნარს არღვევს.“