სხეულის შიდა საათის დარღვევა ხასიათის ცვლილებებს იწვევს. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერები ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით საუბრობენ.
როგორც ცნობილია, მათ 91 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ დარღვეული ორგანიზმის საათი ხშირად იწვევს დეპრესიას, ბიპოლარულ აშლილობას და სხვა პრობლემებს.
კვლევის მიხედვით, ადამიანები რომლებიც ღამით აქტიურები არიან, დღე კი მოდუნებულები 6%-10%-ით მეტად აქვთ არეული განწყობა, ვიდრე მათ, რომლებიც დღისით აქტიურობენ, ღამით კი მოდუნებულები არიან.
როგორც ცნობილია, კვლევას არ შეუძლია იმის თქმა, სხეულის შიდა საათის დარღვევა იწვევს თუ არა ფსიქიკურ დაავადებას ან სიმპტომს.
როგორც ცნობილია, სხეულის საათი ასევე დიდ გავლენას ახდენს მთელ სხეულზე და ზემოქმედებს ხასიათზე, ჰორმონების რაოდენობაზე, სხეულის ტემპერატურაზე და მეტაბოლიზმზე.
































































