ამერიკაში კორონავირუსზე აცრის გაკეთების შემთხვევაში მოქალაქეებს 100 დოლარს გადაუხდიან. CNBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ თანხის შეთავაზების ბრძანება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
„ამერიკის სამაშველო გეგმა (ARP) ითვალისწინებს შტატებში ადგილობრივი რესურსების გამოყენებას ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის სტიმულირებისთვის. დღეს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა შტატს და ადგილობრივ მთავრობას გამოიყენონ ეს ARP დაფინანსება. მიეცით 100 აშშ დოლარი ყველას, ვინც გაიკეთებს ვაქცინას “, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბაიდენმა განაცხადა, რომ დასაქმებულებმა უნდა წარადგინონ სტატუსი აცრის შესახებ ან დაემორჩილონ უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.