2024 წლის აგვისტოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველის, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას მოახდენს. 11-დან 18 აგვისტომდე ტყუპების ნიშანში პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთებაა.
პლანეტა მარსი – ვერძის ნიშანში მომავლის კვანძის ენერგიას განკარგავს. ამიტომ, მისი ნებისმიერი ტრანზიტი კარმულია, იწვევს დიდ ცვლილებებს და ადამიანებს სამომავლო წარმატებებში ეხმარება. იუპიტერი კი მსოფლმხედველობის გაფართოებაზე, ცოდნის მიღებაზე, მოგზაურობასა და ახალ თავგადასავლებზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამ ორი პლანეტის გაერთიანებას ასტროლოგიაში მნიშვნელოვან მოვლენად თვლიან.
აღნიშნულ პერიოდში მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები თქვენთვის იმაზე ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე გეგმავდით. ახლა გაქვთ შანსი, არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთოთ და დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.
გარდა ამისა, ეს დღეები ძალიან ძლიერი ენერგიით ხასიათდება. ამიტომაც, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი, მაგრამ სასიამოვნო სიახლეები შეგხვდეთ და ტრანსფორმაცია ამ მიმართულებითაც დაიწყოთ.
შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად და ცოდნის მისაღებად. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.