მსოფლიო პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში რუსეთსა და უკრაინას სამხედრო ტყვეების გაცვლისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვლოცულობთ გაჭირვებული და დამწუხრებული ძმებისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთმა და მრავალტანჯულმა უკრაინამ იპოვონ მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, წესრიგსა და სოლიდარობაზე. ამ სულისკვეთებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივას, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის აღდგომის დიდ დღესასწაულზე, ეს იქნება აღდგომის ძალის ძალიან კონკრეტული გამოხატულება. მშვიდობა მსოფლიოში”,_ განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.