ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას გმობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„10 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ნატო არასდროს დათანხმდება ამას.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს“,_ წერს გოტემოლერი.