ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ კორეას მოუწოდა გადახედოს წესს იარაღის ექსპორტის შესახებ კონფლიქტის ქვეყნებში და დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში.
„მოვუწოდებ კორეის რესპუბლიკას გააგრძელოს და გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის კონკრეტული საკითხი“, – თქვა სტოლტენბერგმა სეულში საუბრისას, ნათქვამია CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ნატოს რამდენიმე მოკავშირემ, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკა არასოდეს გაეტანათ იარაღი კონფლიქტის ქვეყნებში, შეცვალეს ეს პოლიტიკა ახლა“, – თქვა სტოლტენბერგმა და დაასახელა გერმანია, ნორვეგია და შვედეთი.