ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს მოუწოდებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია უკრაინას დაუბრუნოს და ქვეყნის ოკუპაცია დაასრულოს.
Unian-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს გაათავისუფლოს უკრაინელები და ყირიმის თათრული საზოგადოების წევრები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო არიან დაკავებულები.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს შესაბამის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ვიდრე რუსეთის ხელისუფლება ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს და მინსკის ხელშეკრულებას არ შეასრულებს”, _ განაცხადა პომპეომ.