https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ნიშნავს და რატომაა ენერგოეფექტურობის საკითხები მნიშვნელოვანი

16:17; 8.10.2024
ენერგოეფექტურობა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რა იცით ენერგოეფექტურობის შესახებ? გვეხება თუ არა ეს საკითხი ჩვენ, თითოეულს? შეგვიძლია თუ არა გავლენა მოვახდინოთ გლობალურ პრობლემებზე და შევამციროთ მათგან მოყენებული ზიანი? – ერთად მოვიძიოთ და სხვებსაც გავუზიაროთ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები. უფრო დეტალურად და ვრცლად ენერგოეფექტურობის შესახებ, შეგიძლიათ მასალები წაიკითხოთ ვებგვერდზე www.gurianews.com ; ასევე, შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ “გურია ნიუსის” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე facebook.com/gurianews.

ამ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა შესაძლებელი გახდა პროექტის  _ “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ”, რომლის პარტნიორების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს გამოქვეყნებულ ბანერზე, პროეტის ფინანსური მხარდამჭერი კი ევროკავშირია.

ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პრობლემებით. თავად ეს ტერმინი მიგვითითებს, რომ საკუთარი ენერგომოთხოვნები ისე უნდა დავიკმაყოფილოთ, იმდენად ეფექტურად, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა მოვახდინოთ, ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნა შევძლოთ. ეს კი, საბოლოო ჯამში, ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და სასიცოცხლო გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

მოდით, ვნახოთ ენერგოეფექტურობის მინიმუმ, 7 სარგებელი:

ჰაერის ხარისხი _ ენერგოეფექტურობა ამცირებს ელექტრო ენერგიისა და გაზის მოხმარებას. შედეგად, იკლებს ჰაერის დაბინძურება.

მწვანე გარემო _ ენერგოეფექტურობა ამცირებს თბური გაზების გამოფრქვევას და გარემოს დაბინძურებას.

ოჯახების კეთილდღეობა _ ენერგოეფექტური სახლები ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ზრდის ცხოვრების ხარისხს.

განათლება და ჯანდაცვა _ ენერგოეფექტური სკოლები, საავადმყოფოები და სხვა საჯარო შენობები უზრუნველყოფენ ჯანსაღ გარემოს და ამცირებენ ხარჯებს.

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა _ ენერგოეფექტურობა აუმჯობესებს გარემო პირობებს და ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

საჯარო დანახარჯები _ ენერგოეფექტური საჯარო შენობები ზოგავს გადასახადის გადამხდელთა ფულს და შესაძლებელს ხდის ინვესტირებას განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ პროგრამებში და სხვა სფეროებში.

წარმოება და სამუშაო ადგილები _ ენერგიის დაზოგვა ამცირებს ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს და ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილები შექმნას.

დედამიწის შეზღუდული ენერგეტიკული რესურსებისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენების პირობებში, ენერგოეფექტურობის საკითხი მსოფლიო განვითარების დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა უმრავლესობას საქართველოც უერთდება. იმის გამო, რომ საქართველო, განსაკუთრებით ზამთარში, დიდად არის დამოკიდებული იმპორტირებულ გაზსა და ელექტრო ენერგიაზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და კლიმატური ცვლილებების შერბილების გლობალური ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელია, რომ ენერგოეფექტურობა ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდეს.

ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება არის ფინანსური სახსრების დაზოგვის, სათბური გაზების გამოყოფის შემცირების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური გზა, ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ენერგოეფექტურობა არ ნიშნავს ენერგიის გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესებას, ენერგოეფექტურობა გულისხმობს ენერგიის გონივრულად გამოყენებას და მისი დანაკარგების შემცირებას. მოსახლეობის ქცევის შეცვლით, განსაკუთრებით საკუთარ სახლში, მარტივი და დაბალხარჯიანი ქმედებებით, შეიძლება მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ.

მაგალითად:

ძველი ნათურების შეცვლა LED ნათურებით ელექტროენერგიის ხარჯს დაახლოებით 75%-ით ამცირებს და ეს ნათურები ათჯერ უფრო დიდხანს მუშაობენ;

ძველი წყლის გამათბობლის შეცვლა ახალი ენერგოეფექტიანი მოწყობილობით შეამცირებს ენერგიის მოხმარებას საშუალოდ 20%-ით. მიღებული დანაზოგი აანაზღაურებს ახალი მოწყობილობის ხარჯს;

ფანჯრებისა და კარის არსებული ნაპრალების ამოვსება ყოველწლიურად დაზოგავს სახლის გათბობისა და გაგრილების ხარჯის დაახლოებით 10%-ს;

სითბოს დაახლოებით 55% იკარგება შენობის სახურავიდან და კედლებიდან; ამიტომ, საჭიროა სახლის დათბუნება.

რაც შეეხება განახლებად ენერგიას _ განახლებადი ენერგია არის ენერგია, რომელიც იწარმოება ამოუწურავი ამ მუდმივად განახლებადი ბუნებრივი რესურსებისგან, როგორებიცაა: მზე, ქარი, წყალი, გეოთერმული ენერგია და ბიომასა.

საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროელექტრო პოტენციალი გააჩნია, რადგან ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსების წილის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველო საკუთარი ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 18%-ს იყენებს.

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის ყველაზე შესაფერისი ტერიტორიებია კავკასიის მაღალმთიანი ზონა, სამხრეთ საქართველოს ზეგანი (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთის სამხრეთი ნაწილი).

ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს ქარის რესურსების კვლევა, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ბიზნეს სექტორს მიიღოს მოცემული გეოგრაფიული ზონის კონკრეტული მონაცემები.

გეოგრაფიული მდებარეობა უზრუნველყოფს საქართველოს მზის მაღალი რადიაციითაც; მზე ენერგიის საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა წყაროა. მზიანი დღეები წელიწადში 250-280 დღეს შეადგენს. მზის ენერგიის გამოყენება შესაძლებელია წყლის გაცხელებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. მზის წყლის გამაცხელებელ ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიცია მოკლე პერიოდში იძლევა მოგებას და ტექნიკურად ადვილად შესასრულებელია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის ( ზაფხულის პერიოდში მომუშავე სასტუმროები), ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ასოცირების შეთანხმება და საქართველოს პოლიტიკური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კარგ პერსპექტივებს იძლევა ენერგოეფექტურობის ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის.

ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს და ეხმარება ჩვენს ქვეყანას საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში. ენერგოეფექტურობა ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტია დევიზით: “მეტი სარგებელი, ნაკლები დანახარჯით”. ენერგია, რომელსაც ჩვენ ვზოგავთ, არის ის ენერგია, რომლის წარმოება, შეძენა და იმპორტი არ გვჭირდება.

ათწლეულზე მეტია, ევროპაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა რამდენიმე ღონისძიება გაატარა. მათ შორის,  მიზნად დაისახა ენერგიის წლიური შესყიდვების შემცირება, საჯარო შენობების თერმორეაბილიტაცია, სავალდებულო ენერგოეფექტურობის სერთიფიკატების შემოღება შენობების გასაყიდად და გასაქირავებლად, პროდუქციის ეტიკეტირება ენერგოეფექტურობის მინიშნებით, მსხვილი კომპანიების სავალდებულო ენერგო აუდიტი და სხვა.

დღესდღეობით, ევროკავშირში ახალი შენობები მოიხმარენ იმ ენერგიის ნახევარს, რასაც 1980-იან წლებში მოიხმარდნენ.

ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას, რადგან მას კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება შენობებში (რომლებიც საქართველოში მთლიანი ენერგიის 30%-ზე მეტს მოიხმარენ), ხელს შეუწყობს ოჯახების ენერგო გადასახადების შემცირებას და უზრუნველყოფს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტებს ჯანმრთელობაზე, გარემოზე, განათლებისა და სამუშაო პირობებზე დადებითი ზემოქმედებით.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო “კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ” და “კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ”, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაემატება შემდგომი რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, ნერგავს კომპანიებისთვის ენერგეტიკული აუდიტის და ენერგოეფექტურობის სერთიფიკატების საჭიროებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, ენერგიის მოხმარების შესადარებლად. ინფორმაცია საშუალებას მისცემს ოჯახებს, გადაწყვიტონ, როგორ დაზოგონ კომუნალურ გადასახადებზე თანხები და  გახადონ თავიანთი სახლები მეტად ენერგოეფექტური.

ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საყოფაცხოვრებო და ეკონომიკის დონეზე, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა არის ერთ-ერთი გზა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

გარდა საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისა, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო საქართველოში მდგრადი წარმოების ენერგიის გასაზრდელად და ბიზნესებისა და მოქალაქეების ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშესაწყობად.

ენერგოეფექტურობის კონკრეტული აქტივობები მოიცავს:

_ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სტრუქტურებზე ხელმისაწვდომობა ენერგოეფექტურ საზოგადოებად გარდასაქმნელად;

_ გაუმჯობესებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, საჯარო შენობების, მათ შორის სკოლების, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროგრამა;

_ მუნიციპალიტეტებში ინოვაციური პროექტების შემუშავება, მაგალითად, კახეთში, ვენახის ნასხლავის გამოყენება 2 საბავშვო ბაღის გასათბობად;

_ მწვანე დაკრედიტება საქართველოს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს და შინამეურნეობებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებაში;

_ ენერგოეფექტური ავტობუსების შეძენა ბათუმსა და თბილისში, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტის სექტორის გაუმჯობესებას.

ყველა ეს პროექტი ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, საქართველოს უფრო ენერგოდამოუკიდებელს და ძლიერს ხდის და ამცირებს კომუნალურ ხარჯებს მოქალაქეებისთვის, გადასახადის გადამხდელებისთვის და კომპანიებისთვის.

ენერგოეფექტურობა
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ენერგოეფექტურობა

ჩოხატაურისთვის მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური და მრავალმხრივი პროექტი

14:54; 18 დეკემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

სასარგებლო ბმულები ენერგოეფექტურობის შესახებ

13:56; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“საერთაშორისო დონორ ინსტიტუციებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, მეტად გაგვიჭირდება ამ მიზნების შესრულება”

13:41; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტური ნათურებით  განათებული გზა

12:11; 25 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“სოფლის ცენტრი ღამითაც მზის ენერგიით გავანათეთ” _ სიახლე სოფელ ფარცხმაში

13:50; 15 ნოემბერი, 2024

რატომ დაკარგავს საქართველო 121 მილიონ ევროს

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო