ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
“ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა მზია წერეთელმა სხდომაზე თქვა, რომ არჩევნები გურიაში გაყალბდა და ამ სხდომას არ დაესწრებოდა. სხდომა დატოვეს კიდევ 2 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც.
რას პასუხობს ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ოპოზიციის ბრალდებებს- ამის გასარკვევად ბერდიას დავუკავშირდით.
როგორც ბერდია ჩვენთან საუბრისას ამბობს, ოპოზიცია ერთობლივი მესიჯებით მოქმედებს და ცენტრალიზებურად იმართება, ამიტომ მათ ბრალდებებს რა უნდა უპასუხოს არ იცის.
„არ ვიცი მე რა უნდა ვუპასუხო. დღეს მოხდა შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება, რომელსაც ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის 8 წევრმა ხელი. ერთი წევრი კოვიდინფიცირებულია და არ ესწრებოდა სხდომას. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა და არ მოაწერეს ხელი. რაც შეეხება ბრალდებებს, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ხდება ცენტრალიზებურად და ერთობლივი მესიჯებით მოქმედებს ყველა“,_ გვითხრა ბერდია
ამავე თემაზე:
“ოლქი კი არა კანტორაა” _ ხმაური ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე































































