თებრო კოტრიკაძე, ოზურგეთი:

_ თუ ქრთამი აიღო, ცუდად მოიქცა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არ აუღია. დანამდვილებით არაფერია ცნობილი. გაოგნებულები ვართ _ იქნებ ვინმემ მოუწყო?! არ მჯერა, რომ ქრთამის აღებას გაბედავდა.
ზური მურადიანი, ოზურგეთი:

_ არ მგონია, რომ სიმართლე იყოს. კარგი კაცი იყო ნამდვილად _ ვიღაცას მისი მოშორება უნდოდა.
ზურაბ ჭანიშვილი, ოზურგეთი:

_ არ ვიცი საქმის დეტალები და ვერაფერს გეტყვით. რთულია სიმართლის გარკვევა.
თევდორე ბოლქვაძე, ოზურგეთი:

_ ნამდვილად სამწუხაროა, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ მოწყობილია.
ამირან კუჭაშვილი, ოზურგეთი:

_ გამოკვლევაა საჭირო. არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით დაიჭირონ. შესაძლოა, მართალი იყოს ის ადამიანი.
ჩაგმენტი ჩხაიძე, ლანჩხუთი:

_ ძალიან ცუდი ფაქტია.
გელა ურუშაძე, ლანჩხუთი:

_ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი.
კობა ჯორბენაძე, ლანჩხუთი:

_ თუკი ქრთამი აიღო, უნდა დაისაჯოს კიდეც.
კახა კუკულაძე, ლანჩხუთი:

_ თუ ნამდვილად უდასტურდება ქრთამის აღება, პასუხიც უნდა აგოს.
პარმენ კობიძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი არაფერი.
გულივერ შათირიშვილი, ჩოხატაური:

_ ინფორმაცია მედიიდან გავიგე და ამის ფონზე, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. როგორ შეიძლება ამხელა თანამდებობის კაცმა ქრთამი აიღო?!
ნინელი დოლიძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი, საქმის დეტალები ჩემთვის უცნობია და ვერაფერს გეტყვით.
მარინა ლიპარტია, ჩოხატაური:

_ არ ვფლობ ინფორმაციას.






























































