კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა და დისტანციის დაცვა, შესაძლოა მალე პირის ღრუს გამორეცხვის რეკომენდაციაც დაემატოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირის ღრუსმორეცხვის საშუალებით შესაძლებელია ვირუსის განადგურება 30 წამში.
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს გამორეცხვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნერწყვში ვირუსის მოკვლას, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ ეს მეთოდი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია, რადგან პირის სავლები საშუალება ვერ მოხვდება სასუნთქ გზებში ან ფილტვებში.
მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევა ჯერ არ არის განხილული და გამოქვეყნებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კვლავ უნდა შეისწავლოს სხვა მეცნიერებმა. იქამდე კი ვიდრე აღნიშნული აღმოჩენის შესახებ საბოლოო პასუხი გახდება ცნობილი, ხალხმა გაცემული პროფილაქტიკუტი ზომები უნდა დაიცვას.
მომავალი კლინიკური გამოკვლევა აჩვენებს, უწყობს თუ არა პირის ღრუს გამორეცხვას უელსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვირუსის პაციენტების ნერწყვში ვირუსის დონის შემცირებას, ხოლო კვლევის დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იმედისმომცემია, კლინიკური კვლევა არ შექმნის მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ვირუსის გადაცემა პაციენტებს შორის.