კიდევ ერთხელ გურულებისა და ლევ ტოლსტოის შესახებ. 1905 წლის გურიის ამბოხის შესახებ ლევ ტოლსტოი წერდა:
,,მე აღტაცებული ვუამბობ ყველას გურულების ამბავს და მაღელვებს მათი ბედი… შეხეთ გურულებს! რა მნიშვნელოვანი საქმეები წამოიწყეს… გურულების შესახებ წინათაც მსმენია… მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის ერთადერთი ბედნიერი მოვლენა გურულების ამბავი იყო…. გურულები ფიცხი ხალხია, ვერ იტანენ პასიურობას…”
ტოლსტოიმ გურულებს წერილი გამოუგზავნა, რომელიც სამი ათასკაციან კრებას ილია ნაკაშიძემ წაუკითხა.
როცა ის იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ტოლსტოი ამბობდა რომ გურულებმა არაფერი იციან ჩემს შესახებო, ხალხმა პროტესტის ნიშნად ხმაური ატეხა, ტოლსტოის დიდი ხანია ვიცნობთო, განსაკუთრებით მის ზღაპრებსო და რომანს ,,აღდგომაო.”
ავტორი: ირაკლი მახარაძე