თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია BBC-ის ობიექტივშიც მოხვდა.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და ბოლო წლებში ჯიჰადისტური ინციდენტები ქვეყანაში არ მომხდარა, მაგრამ სავარაუდოდ 50-მდე ქართველი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით სირიასა და ერაყში.
ისინი ძირითადად პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ჩეჩნები არიან. აღნიშნული ტერიტორია კი ისლამისტური ექსტრემიზმის ცენტრია.
მაუწყებლის ინფორმაციითვე, გუშინ საქართველოს დედაქალაქში ჩატარებული სპეც ოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ ეჭვმიტანილები მათ არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბარებს ისროდნენ.
ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ხოლო იმის დასადგენად თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენენ გამოძიება მიმდინარეობს.
მაუწყებლის ინფორმაციითვე, სპეცოპერაციის შედეგად 1 სამხედრო და 3 ეჭვმიტანილი დაიღუპა, 4 სამხედრო დაიჭრა.1 ეჭვმიტანილი დაკავებულია.