გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას REUTERS ეხმაურება.
მაუწყებლის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ყველაზე მდიდარ კაცთან, უთანხმოების ფონზე მიიღო.
„გვქონდა გარკვეული უთანხმოებები მმართველი პარტიის ლიდერთან. ვფიქრობ, რომ არის დრო, როცა პარტიის ლიდერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შექმნას ახალი კაბინეტი“,_განაცხადა კვირიკაშვილმა სატელევიზიო განცხადებაში.
კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლიდან ეკავა.
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მთელი კაბინეტი გადადგა.
როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი დღეში უნდა წარადგინოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის სია, შემდეგ კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კიდევ შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს აღნიშნული სია პარლამენტს დასამტკიცებლად.
მაუწყებლის ინფორმაციით, ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკაში მაისში დაბრუნდა, ის კვლავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა, პარტიის წევრებთან რიგ საკითხების გამო დაძაბულობის ფონზე.
მისმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა 2012 წელს, დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ლიდერობდა.
ივანიშვილის პარტიაში მოგვიანებით გაიყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თავისი სტატუსი, ქვეყანაში სადაც 3.7 მილიონი მოსახლეა, გაიმყარა.
მაუწყებლის ცნობით, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა, თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის კვლავ განაგრძობდა ქვეყნის მართვას კულისებოდან.