ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 11 არის შემოტანილი შემთხვევა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის განკურნებულთა რაოდენობა 1 240-ს შეადგენს, ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი.