წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ გადაცემაში „ნოესთან“ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს.
„რუსეთი ამ ომს წააგებს. რუსეთს იმდენი ცოდვა აქვს ზურგზე მსოფლიოს ხალხის წინაშე, რომ ამაზე უფალი თვალებს არ დახუჭავს. რუსეთი ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს. ისეთ ეიფორიაში არიან, იმას კი ვერ ხედავენ, რომ ნადგურდებიან ნაბიჯ-ნაბიჯ“, – განაცხადა კაკულიამ.
მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კი მას უღალატებს.
„ჩვენი საქართველო ძლიერია. გადავრჩებით. საქართველო ერთი დიდი ნოეს კიდობანია“, – დასძინა წინასწარმეტყველმა.
წყარო: იმედინიუსი